მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით – ჩიქოვანი

5e98943367c5e
თამთა ჯიჯავაძე
16.04.20 21:20
1161
ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით, –ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია თუ როგორ იქნება შეზღუდული სასაფლაოებზე შესვლა. 

„იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი და არ დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში, ზომების უკიდურესი გამკაცრება. რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა გაუფრთხილდით როგორც საკუთარ ისე სხვის ჯანმრთელობას. და დარჩით სახლში. ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად მინიმალური დანაკარგით ცხოვრების ჩვეულ რითმში დაბრუნებას და ეტაპობრივად გეგმის მიხედვით ჩვენი ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ხვალიდან დღის 12 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში.