მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან Sinopharm-ის პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება

6127aa3d1c45d
BM.GE
26.08.21 18:47
16062
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე იზღუდება.

NCDC-ის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

ამასთან, შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

"პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით"-ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.