ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყაზბეგის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ბილიკების მოწყობისა და ტურისტული კოტეჯების დადგმისთვის 27-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობას მსოფლიო ბანკი რეგიონული განვითარების მესამე პროექტით აფინანსებს.
"პროექტის ძირითადი მიზანია ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკებისა და მთის ქოხების განვითარება. ჯუთა - ომალოს ბილიკების ქსელი მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთამთიანეთის რეგიონს, დუშეთის მიუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს.
ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღ.დ-დან 3431მ-ია.
საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქციებია გათვალისწინებული. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება.
პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:
• აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
• ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.
• არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია,”- ნათქვამია დოკუმენტში.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს 2017 წლის შემდგომ მინიმუმ 13.5 მილიონი ლარის ღირებულების მსგავსი სირთულის კონტრაქტის შესრულების გამოცდილება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი