მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველ წელს ათასობით ქართველს ვიღებთ, წესების დაცვის შემთხვევაში მიიღებენ ვიზას - დეგნანი

6465f79bedc23
მარიამ ვარადაშვილი
18.05.23 13:55
1020
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ცრუ ინფორმაციას უწოდებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ს მკაცრი სავიზო პოლიტიკა აქვს.

ასე უპასუხა დეგნანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ირაკლი კობახიძის განცხადებას რომ ერთ-ერთმა ანსამბლმა აშშ-ს ვიზა ვერ მიიღო. ამის მიზეზად ჟურნალისტის თანახმად, “ქართული ოცნების” ლიდერმა სწორედ მკაცრი სავიზო პოლიტიკა დაასახელა, რაზეც ელჩმა უნდა იმუშაოს. 

“ძალიან სამწუხაროა, რომ იმედმა გადაწყვიტა კვლავ გაავრცელოს არაზუსტი ინფორმაცია. ყოველ წელს ფაქტობრივად ათასობით ქართველს ვიღებთ აშშ-ში, მათ შორის კულტურული და სხვა გაცვლითი პროგრამებით. ასევე არის ჩვენი გაცვლითი პროგრამებიც, რასაც აშშ-ს საქართველოს პარტნიორობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გასულ თვეში ბალეტის 30 მოცაკვევეზე გაიცა ვიზა, რომლებსაც აშშ-ში ტურნე ჰქონდათ. ერთი კვირის წინ კი ჩვენ მივეცით ვიზა ქართველი მოცეკვავებისა და მომღერლების ჯგუფს, რათა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კონგრესის ბიბლიოთეკაში. ზოგჯერ ხალხი ფიქრობს, რომ მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ და არ უნდა გაიარონ ყველა საჭირო ეტაპი. ვიზის მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე ვიძლევით რეკომენდაციებს, როგორ არის შესაძლებელი ვიზების მიღება. თუკი ადამიანები ამ წესებს დაიცავენ, ისინი როგორც წესი იღებენ ვიზას, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ფაქტი“,-ამბობს დეგნანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები