მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყოველწლიურად USAID საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის $80 მლნ-ს ხარჯავს“ - კონსტანტინე კობახიძე

644f6e4bb9d3f
თინათინ ნატმელაძე
01.05.23 15:20
967
„USAID საქართველოში 1992 წლიდანაა წარმოდგენილი, ამ წლების განმავლობაში კი სხვადსხვა მიმართულებების დაფინანსებაში 2 მილიარდი დოლარია დახარჯული“, - განაცხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სპეციალისტმა კონსტანტინე კობახიძემ „Forbes კვირას“ ეთერში საუბრისას.

მისივე ცნობით, მათი ძირითადი მიმართულებები დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, უმცირესობების ხელშეწყობა, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარებაა, რომლის ერთ-ერთი ქვე-სექტორიც სოფლის მეურნეობაა.

„აღნიშნული მიმართულებების განვითარებაში USAID-ის მიერ ყოველწლიურად 80 მილიონი დოლარი იხარჯება, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით 20 მილიონ დოლარზე მეტი, აქედან 7 მილიონი დოლარი თანამონაწილეობის საგრანტო პროექტებზეა გათვალისწინებული“, - განაცხადა კონსტანტინე კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ USAID საქართველოში 35 პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები