მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა რეისი შეთანხმებულია“ –"ჯორჯიან ეარვეისი" მინისტრის კრიტიკას პასუხობს

5efd9484a6c2a
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 12:05
1004
გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქართული ავიკომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად ყიდის.

საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურ დირექტორს კითხვით მიმართა, შეესაბამებოდა თუ არა ეს განცხადება სიმართლეს.

როგორც რომან ბოკერიამ განაცხადა, ადგილი აქვს გაუგებრობას.

"ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გვაქვს მათგან ყველა დანიშნულ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ნებართვა. გაუგებრობას აქვს ადგილი და არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება.

ქალბატონი ნათია (თურნავა) ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ავიაციას და მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დარწმუნებული ვარ რომ მცირეოდენ გაუგებრობას და მისკომუნიკაციას აქვს ადგილი”, - განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა.