მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაზე დიდი გამოწვევა ღვინის ბაზარზე ხარისხია“ – „ველეულა“

64708e8c6120c
სალომე ხიდურელი
29.05.23 10:00
768
„ქართული ღვინის ბაზარი გაჯერებულია კომპანიებით, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა ისევ და ისევ ხარისხია“ - ამის შესახებ BM.GE-ს რაჭული მეღვინეობა „ველეულას“ გაყიდვების მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა უთხრა.

„ძალიან სასიხარულოა, როცა ბაზარზე ბევრი კომპანიაა, თუმცა ხარისხი დიდი გამოწვევაა, რომელიც უნდა დავიჭიროთ. მითუმეტეს, საქართველოს 8 000-წლიანი ღვინის ისტორიის შესაბამისად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კომპანია ხარისხიან ღვინოს აწარმოებდეს, რომელიც საქართველოში ოპერირებს“, - ამბობს ნინო მღებრიშვილი.

მისივე განმარტებით, ფესტივალის ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ბრენდის პოპულარიზაციისთვის, თუმცა მთავარი, რაშიც მეღვინეებს ხელშეწყობა სჭირდებათ ექსპორტია.

„სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ხელშეწყობისთვის. უფრო მარტივი უნდა იყოს პროდუქციის გაგზავნა, ჩვენი ნიმუშების მიწოდება საერთაშორისო ბაზრებისთვის.. ამაში სახელმწიფოს როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ნინო მღებრიშვილი.

განსხვავებული კონცეფციის, 1.5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოს "ველეულა" ბაზარზე ერთ წელზე მეტია, ყიდის. მარანი რაჭაში, სოფელ ძირაგეულში მდებარეობს. „ველეულა“ რაჭის სხვადასხვა სოფლებში - ხვანჭკარის მიკროზონაში, ძირაგეულსა და საკეციაში 25 ჰექტრის ფართობის ვენახებს ფლობს, სადაც ალექსანდროულის, მუჯურეთულის, რაჭული მწვანისა და უსახელოურის ჯიშის ვაზი მოჰყავთ.