მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპელი მომხმარებლისთვის ქვევრის ღვინო უცხო პროდუქტია“ - მეღვინეობა Ancient Valley

64707fd3442ea
სალომე ხიდურელი
29.05.23 09:35
842
მეღვინეობა Ancient Valley-ს ექსპორტის მენეჯერის სალომე ფოჩხუას მოსაზრებით, როდესაც ღვინო ექსპორტზე გადის, მრავალფეროვანი ასორტიმენტია საჭირო. როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა ამასთან ერთად საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია.

„ჩვენ ვართ მეღვინეობა რაჭიდან და ძირითად აქცენტს რაჭის და დასავლეთის ჯიშებზე ვაკეთებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს კახური ჯიშებიც, რადგან საჭიროა, უცხოელ მომხმარებელს მრავალფეროვნება შევთავაზოთ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინო გავაცნოთ. ჩვენ თვითონ ექსპორტზე გავდივართ ამერიკაში და ევროპის 10-მდე ქვეყანაში.

მაგალითად, რუსეთის ბაზარი დიდია და იქ ქართული ღვინოც უფრო ცნობადია, ბევრმა ადამიანმა იცის მის შესახებ. რაც შეეხება ევროპას, აქ ნელ-ნელა იცნობს მომხმარებელი ქართულ ღვინოს და ალბათ, უბრალოდ დრო სჭირდება პოპულარიზაციას, რომ გაყიდვებით ამ ბაზარს გავუთანაბრდეთ.  

გარდა ამისა, საქართველოში ქვევრის ღვინო განსხვავებულია და ევროპელ მომხმარებლებს ამის აღქმა უჭირთ, მათთვის უცხო პროდუქტია. ჩვენ ამჟამად მხოლოდ ევროპული ღვინოები გვაქვს და ამის ხარჯზეც უფრო პოპულარულები ვართ ევროპაში“, - ამბობს სალომე ფოჩხუა.

Ancient Valley-ს ექსპორტ მენეჯერის თქმით, ბაზრის დივერსიფიცირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხარისხიანი ღვინის წარმოებაა: „იმისთვის, რომ ქართული ღვინო გახდეს უფრო ცნობადი, შეგვიძლია დავხვეწოთ გემოები და გავაკეთოთ ხარისხიანი პროდუქტი, რაც ევროპაში გაყიდვებს გაზრდის და ერთ ბაზარზე არ ვიქნებით დამოკიდებული“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები