საქსტატმა 2026 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან წლის პირველ შვიდ თვეში 4.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.6%-ით მეტია.
ექსპორტში პირველ პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს 1.16 მილიარდი დოლარით, თუმცა ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 22%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტების ექსპორტი 571 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 1052%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან. მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები 356 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 76%-ია.
კლებაა ღვინის ექსპორტში 2%-ით და სპირტიანი სასმელების ექსპორტში 8%-ის ოდენობით.
2026 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის შედეგები - 7 თვე ექსპორტი
| # | საქონელი | ექსპორტი - მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $1,161 | -22% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $571 | 1052% |
| 3 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $356 | 76% |
| 4 | ფეროშენადნობები | $187 | 74% |
| 5 | სპილენძის მადნები და კონცენტრატები | $151 | 311% |
| 6 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $143 | -2% |
| 7 | სპირტიანი სასმელები | $137 | -8% |
| 8 | მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით | $120 | 22% |
| 9 | მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე | $116 | 16% |
| 10 | აზოტოვანი სასუქები | $100 | 23% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $1,627 | 17% |




























