მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი მოქალაქე თბილისსა და იმერეთში აიცრა - ახალი სტატისტიკა

61961620d4445
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.21 13:10
814
საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ 2 074 270 აცრა ჩატარდა. განახლებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 092 918 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 38.5%-ს შეადგენს, ხოლო სრულად 973 796 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.1%-ია აცრილი.

NCDC-ის ინფორმაციით, 17 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით სულ 7 307 ადამიანი აიცრა, მათ შორის ყველაზე მეტი აცრა თბილისსა - 2 452 აცრა და ქუთაისში - 1 052 აცრა ჩატარდა. გუშინ აცრილი ადამიანების რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასეთია: აჭარა - 749; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 732; ქვემო ქართლი - 609; კახეთი - 468; შიდა ქართლი - 446; გურია - 339; სამცხე-ჯავახეთი - 206; მცხეთა-მთიანეთი - 187; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 67.