კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ტურისტული პროექტების განხორციელებისას ყველაზე რთულად შესასრულებელი აბასთუმანში დაგეგმილი პროექტებია, კურორტზე მინიმალური ინფრასტრუქტურაც არ არსებობს. ამის შესახებ მან გადაცემა #წერტილში ისაუბრა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ კურორტს აბასთუმნის რეკლამირება აუტანელ შრომას საჭიროებს.
„ყველაზე რთული ჩვენთვის აბასთუმანია. ურთულესია იმ რეგიონის პრომოუშენი, დადეველოპერება და განვითარება, სადაც ათწლეულებია ინფრასტრუქტურა არ არსებობს და შენ ნოლიდან იწყებ, სასმელი წყლით დაწყებული ყველა მინიმალური მოთხოვნით დასრულებული. აუტანელი შრომაა. აქ სახელმწიფოს შრომა ვერ შველის, ბიძინა ივანიშვილს კი ერთ-ერთი სასტუმრო აქვს, მეტი რას შველის...“, - ამბობს პაპაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანა კურორტ აბასთუმანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბიზნესმენს მაგალითისთვის დედაქალაქში სამრეცხაოების დეფიციტი მოაქვს და პარალელს აბასთუმანთან ავლებს.
„თბილისში სამრეცხაოების უკიდურესი დეფიციტია. მრეცხავები არ გვყავს. თუ იქნება პიკი ქალაქში ერთ-ერთი დიდი პრობლემა სამრეცხაოებია, რადგან რამდენიმე გაკოტრდა და დახურა... წარმოვიდგინოთ აბასთუმანი, 230 კილომეტრია თბილისიდან, იქ ისეთი ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი“, - აღნიშნავს ბიზნესმენი და დასძენს, რომ აბასთუმანს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს.
ცნობისთვის, კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან სასტუმრო „აღობილის“ საინვესტიციო ღირებულება - 30 მლნ დოლარი, „სამეფო აბანოების“ – 15 მლნ დოლარი, ხოლო საოჯახო სასტუმრო „ვარძიასი“ – 15 მლნ დოლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს