მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაჰესის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

641992ef77603
BM.GE
21.03.23 15:16
686
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.

ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

უწყების ცნობით, ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.