მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზალკალიანი: საზღვაო და საჰაერო გზებით სამშობლოში 3946 მოქალაქე დავაბრუნეთ

5eb51954cee78
ინგა მურუსიძე
08.05.20 18:24
745
საზღვაო და საჰაერო გზებით სამშობლოში 3946 მოქალაქე დავაბრუნეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"გარდა საჰაერო გზებისა, ჩვენ აქტიურად ვიყენებდით სახმელეთო და საზღვაო გზებს. მიუხედავად გადაადგილებებზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვებისა, სახმელეთო და საზღვაო გზებიდან სამშობლოში დავაბრუნეთ 3946 მოქალაქე, მათ შორის საზღვაო გზით დაბრუნდა 315 მოქალაქე", - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა თავის მოადგილეებს, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.