მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზალკალიანის მტკიცებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს რეგიონის ლიდერ და დასაყრდენ ქვეყნად განიხილავს

60f951a943443
BM.GE
22.07.21 15:09
649
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისათვის. მოხარული ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას და ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, რომელიც 2021 წლის საინვესტიციო კლიმატს ეხება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი გააჩნია, რაც ქვეყანას პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში კიდევ ერთხელ ყურადღებაა გამახვილებული რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და მკაფიოდ არის ასახული აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

„ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად“-განაცხადა ზალკალიანმა.

თურნავას მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ საინვესტიციო გარემოს მაღალ დონეზე აფასებს