მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის კურორტების 3 მოთხოვნა - პეტიცია სამინისტროებს გადაეგზავნა

5fe5c7864eb9d
ინგა მურუსიძე
26.11.20 00:00
334
საქართველოს 5016 მოქალაქე ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას ითხოვს. საკითხი დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე პეტიციის ინიციატორმა, მოქალაქე, ანი ელიაშვილმა წარადგინა.

კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ჰქონდა ინიციატივა, რომ საკითხი განსახილველად საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საბჭოსთვის გადაეგზავნათ, თუმცა დეპუტატ ნინო წილოსანის ინიციატივით და სხვა დეპუტატების თანხმობით, პეტიცია შესაბამის სამინისტროებს განსახილველად გადაეგზავნა.

როგორც დეპუტატმა მარიამ ქვრივიშვილმა სხდომაზე თქვა, ისიც და სხვა დეპუტატებიც უშუამდგომლებენ სექტორის წარმომადგენლებს, რომ საკითხის განხილვაში სამინისტროებთან ერთად პეტიციის ავტორებიც იყვნენ ჩართული.

მოქალაქეებს სამი მოთხოვან აქვთ:
ჩაირთოს საბაგიროები;
გაიხსნას ღია კაფეები;
გესთ-ჰაუსებს და აპარტ-ოტელებს მიეცეთ უფლება, მიიღონ სტუმრები.