სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2022-2023 წლების ზამთრის სანავიგაციო განრიგი დაამტკიცა.
სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფრენების განრიგის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 41 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 61 მიმართულებით შესრულდება. ეს კვირაში საშუალოდ 390 სიხშირეს ნიშნავს.
ზამთრის სანავიგაციო სეზონი 30 ოქტომბრიდან იწყება და 25 მარტამდე გრძელდება. სააგანტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას აგრძელებენ დამატებითი რეგულარული თუ სეზონური ჩარტერული რეისების შესასრულებლად.
დამტკიცებული განრიგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის:
ამსტერდამი (Georgian Airways), აბუ დაბი (Air Arabia Abu Dhabi), ათენი (AEGEAN), ალმათი (Air Astana), ამანი (Jordan Aviation - მრავალჯერადი ჩარტერი), ანკარა (Pegasus), ანტალია (Pegasus), აქტაუ (SCAT Airlines), ბაქო (Buta Airways), ბანკოკი (Thai Air Asia X - მრავალჯერადი ჩარტერი), ბაჰრეინი (Gulf Air), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia; Flyone Armenia; FlyArna), ვენა (Georgian Airways), ვარშავა (LOT Polish Airlines), თელ ავივი (Georgian Airways, Israir; Arkia, El Al), თეირანი (Zagros Airlines; Varesh Airlines; Qeshm Airlines; ATA Airlines); კიშინიოვი (Air Moldova), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), პარიზი (Georgian Airways, Airfrance), რიადი (Flynas), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus, Anadolujet), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), ფრანკფურტი (Condor პერიოდი:მარტი), ქუვეითი (Jazeera Airways; Kuwait Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ჯედა (Flynas).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: აბუ დაბი (Wizz Air), ათენი (Wizz Air), ატირაუ (FlyArystan), აქტაუ (FlyArystan), ასტანა (FlyArystan), ბარსელონა (Wizz Air), ბერლინი (Wizz Air), ბუდაპეშტი (Wizz Air), გდანსკი (Wizz Air), დორტმუნდი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air), ვენა (Wizz Air), ვროცლავი (Wizz Air), კატოვიცე (Wizz Air), კრაკოვი (Wizz Air), ლარნაკა (Wizz Air), მილანი (Wizz Air), მინსკი (Belavia), მემინგენი (Wizz Air), პარიზი (Wizz Air), პრაღა (Wizz Air), რიგა (Wizz Air), რომი (Wizz Air), სალონიკი (Wizz Air), ტალინი (Wizz Air).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: თელ ავივი (Israir, Arkia, El Al), მინსკი (Belavia), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus).
რაც შეეხება სატვირთო ავიაკომპანიებს, რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ Cargolux და Turkish Cargo.