მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტი 3.4 მილიონი ლარი დაჯდა

5dc05d487969e
BM.GE
04.11.19 22:55
2651
ზედაზნის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი იტყობინება, რომელმაც მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი ითვალისწინებდა, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას. იგი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ დაახლოებით 3.4 მილიონი ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.

მუნიციპალური ფონდის ცნობით, ზედაზნის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.