მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებისკენ მოუწოდებს

621e011126ce3
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 15:21
801
უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

"რაკეტები ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე - ეს ღია, დაუფარავი ტერორია. არავინ გაპატიებთ. ეს დარტყმა ხარკოვზე სამხედრო დანაშაულია. ეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტერორიზმია. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ეს  ოფიციალურადაც ასე უნდა იყოს. მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ გადაუდებლად და ქმედითად მოახდინონ რეაგირება აგრესორის ამ დანაშაულებრივ ტაქტიკაზე და ვაღიაროთ, რომ რუსეთი სახელმწიფო ტერორიზმს ახორციელებს.

საერთაშორისო სასამართლოში ტერორისტების პასუხისგებაში მიცემას ვითხოვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მთავარ სამიზნეს ახლა ხარკოვი და კიევი წარმოადგენს.

„ტერორი მიმართულია იმისკენ რომ გაგვტეხონ. იმისთვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა გატეხონ. ისინი მოდიან ჩვენს დედაქალაქში, ისევე როგორც ხარკოვში. ამიტომ დედაქალაქის თავდაცვა სახელმწიფოსთვის საკვანძო პრიორიტეტია“, - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მტრის შესაჩერებლად ქალაქებში ყველა აუცილებელი ზომა უნდა გატარდეს.

„ამაზე პასუხს თითოეული ქალაქის სამხედროების და ხელმძღვანელობა აგებს. მაგრამ კიევი - განსაკუთრებულია. დავიცავთ კიევს - დავიცავთ სახელწმიფოს. კიევი ჩვენი ქვეყნის გულია. და მან უნდა იფეთქოს. ის იფეთქებს, იმისთვის რომ სიცოცხლემ გამარჯვება მოიპოვოს“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი მეექვსე დღეა მიმდინარეობს. უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ პერიოში 6 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, 200-მდე კი ტყვედ აიყვანეს.