25.ნოემბერი .2020 10:37

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველას და ყაზეგის გამზირებზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველას და ყაზეგის გამზირებზე ამოქმედდება
views 448
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედების პროცესის დასრულების შემდეგ სისტემა ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და მათ მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.

ამის შესახებ მან დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ამ ტერიტორიაზე პარკირების ახალი სისტემის ამოქმედების ზუსტი დრო არ დაასახელა და აღნიშნა, რომ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას მთავრობის შემდეგ სხდომებზე მიაწვდის.

„შემდეგი ტერიტორია სადაც ზონალურ-სათობრივი პარკირება ამოქმედდება იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. წესები იგივე იქნება. ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარეგისტრირდეს, რომ მათთვის ავტომობილების პარკირება უფასო იყოს. სხვა მოსული სტუმრებისთვის პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ ჩაირთვება ღირებულება.

შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასოა, იმისთვის რომ ზოგადად წავახალისოთ ელექტრომობილების არსებობა დედაქალაქში.

ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ ადგილებზე მას შემდეგ დაიწყება, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონში მოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომებზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს როდიდან ამოქმედდება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ზონალურ საათობრივი პარკირება. მანდაც მოხდება ჯიხურების განთავსება, მას შემდეგ რაც ვაკის რაიონში დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვაკის მოსახლეობას მოუწოდა რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგისტრირდნენ, იმისთვის რომ უფასო პარკირებით ისარგებლონ, ამისთვის კი ისინი საჭირო ინფომრაციის და სერვისის მიღებას ვაკეში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა