18.მარტი .2023 20:05

ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
views 472
უკან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ138 მონაკვეთზე (ზუგდიდი- მესტია) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

უწყების ცნობითვე, აღნიშნული გზის 138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ170-კმ186 (კალა- უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა