რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება დაახლოებით 11.3 მილიონი ლარია.
სპორტული კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები.
მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. პროექტით
გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, საკონფერენციო დარბაზი და ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებას ესაჭიროება. სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია პარკინგის მოწყობა.
სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ზუგდიდის სპორტული კომპლექსის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას