„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ბაკურიანში ბიატლონის ტრასის მშენებლობისთვის კონტრაქტორს ეძებს.
ფონდმა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 16.620 მლნ ლარია.
წინადადებების მიღება 2024 წლის 28 თებერვალს იწყება და 4 მარტს სრულდება.
დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის, სასროლეთის, ხელოვნური ნაგებობების, ელექტრო მომარაგებისა და ხელოვნური გათოვლიანების მანქანებისთვის წყალმომარაგების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილია ,,გლობალ პროჯექთის“ მიერ არის მომზადებული.