მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში BP-ს ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია ფული

5f92a4cd3b014
ინგა მურუსიძე
23.10.20 13:49
1526
ზუგდიდში BP-ს ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. მძარცველმა, სავარაუდოდ, 2000-მდე ლარი წაიღო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსით იყო, თუმცა მძღოლი ამბობს, რომ მძარცველმა მას ბენზინგასამართ სადგურზე მისვლა აიძულა.

შს სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, რომ ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.