მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ციკოლია: "ჩემი კომპანია, პრაქტიკულად მკვდარია"

5e99eeb61cbca
ნინი ლონგურაშვილი
17.04.20 23:40
25187
“ახლა, ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა განვითარებაზე არ ვფიქრობთ, გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი დგას კომპანიის", – ამის შესახებ ზვიად ციკოლიამ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პროდუქციის მიწოდება მხოლოდ აშშ-ში ხდება.

“ჩვენს კომპანიაში სულ 12 ადამიანია დასაქმებული, ძალიან პატარა კომპანიაა და ძალიან ნიშური სეგმენტია. ეს არ არის ყოველდღიური მოხმარების ნივთი და აქედან გამომდინარე, 1 საათის გაყიდვაც კი ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია, მითუმეტეს დღეს, როცა ასე არის მსყიდველუნარიანობა შემცირებული. გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი არის თვითონ კომპანიის, როგორ გავძლებთ და როგორ იქნება....

მე ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ თანმიმდევრობით, იმიტომ რომ, როდესაც საკვები პროდუქტის მიწოდება ხდება და არანაირი კონტროლი არ ხდება ამ პროდუქტების დამზადება რა პირობებში ხდება, მაშინ რატომ იკრძალება, ვთქვათ, საათების მიწოდება, რომლის დეზინფექცია უფრო მარტივი პროცესია, ვიდრე საკვები პროდუქტის. აქედან გამომდინარე, არის კითხვები, რომელზე პასუხიც არ გვაქვს.

ვცდილობ თანამშრომლები მაქსიმალურად შევინარჩუნო, რადგან ეს არის ოქროს გუნდი და ვაგრძელებთ ჯერჯერობით ხელფასების გადახდას, მაგრამ შემდეგ თვეში უკვე ნახევარ ხელფასს აიღებენ, ამაზე უკვე განვაცხადეთ, ფიზიკურად შემოსავლები არ არის, კომპანია კი ყოველდღიურ ბრუნვაზეა დამოკიდებული.

აქ საუბარი აღარ არის კომპანიის განვითარებაზე, აქ საუბარია კომპანიის გადარჩენაზე და გუნდის შენარჩუნებაზე", – ამბობს ზვიად ციკოლია.