მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„1-2 კვირიან პერიოდში საწვავზე ფასები 5-10 თეთრით კიდევ შემცირდება“ - ვისოლი

BM.GE
11.11.22 15:36
226
"1-2 კვირიან პერიოდში საწვავზე ფასები 5-10 თეთრით კიდევ შემცირდება.“ - ეს განცხადება BMG-თან „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ გააკეთა. როგორც ხორავა განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ცვალებადი ფასების მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული ნაშთები ფასის დაკორექტირების საშუალებას შემცირების მიმართულებით იძლევა. საწვავის ფასების ზრდას არ პროგნოზირებენ არც კომპანია “სენტა პეტროლიუმში.” მათი თქმით, ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობაც ლარის გაცვლითი კურია. გარდა ამისა ქართულ ბაზარზე უმეტესად რუსული საწვავი შემოდის რაც შედარებით იაფფასიანი პროდუქტია. როგორ შეიცვალა ბოლო თვეში საწვავის ფასები და როგორ აისახა კლების ტრენდი სამომხმარებლო ბაზარზე?