მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-თვიანი საშეღავათო პერიოდი - ბიზნესი საბანკო ვალდებულებების გადავადებას ითხოვს

BM.GE
13.05.20 00:35
1062
შესაძლებელია თუ არა სესხებზე დაწესებული 3 თვიანი შეღავათი გაგრძელდეს? საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი, BMG-სთან აცხადებს, რომ ახლა კონკრეტულ დეტალებზე მსჯელობა რთულია, თუმცა კომერციულ ბანკებს შესაძლოა ინდივიდუალური შეთავაზებები ქონდეთ. საქმის კურსმა ბიზნესის შეფასებებიც მოისმინა. მაგალითად სამშენებლო ბიზნესი ამბობს, რომ სექტორის კრიზისიდან გამოსასვლელად არამხოლოდ სესხების გადავადებაა საჭირო, არამედ იპოთეკური სესხების გაცემა და ზოგადად საბანკო რეგულაციები უნდა გამარტივდეს. სარესტორნო ბიზნესმა კი პრემიერის სახელზე წერილი გაგზავნა.