12.მარტი .2021 10:30

500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია

321
უკან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, წარმატებით აგრძელებს სააქსელერაციო პროგრამას. 11 მარტს გამართული დემო დღის ფარგლებში, პროექტის ფინალისტებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებს წარუდგინეს.