მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5G - მითები და რეალობა

BM.GE
03.05.20 13:30
1403
რა არის და რა სარგებლობა მოაქვს 5G-ს. ეს მომავლის მობილური ინტერნეტია, რომელმაც სრულიად უნდა შეცვალოს გლობალური ეკონომიკის დღის წესრიგი. ამიტომ გასაკვირია არაა, რომ ბევრი შიშითაც უყურებს მას. მეტიც, გასულ კვირებში ადამიანთა ჯგუფი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამტკიცებდა, რომ მეხუთე თაობის ტექნოლოგიას ახალი კორონავირუსი Covid 19 გადააქვს. გამოჩნდნენ შურისმაძიებლებიც, რომლებლამც ევროპის რამდენიმე ქვეყანში 5g-ის ანძებიც დააზიანეს. კონსპირაციის ამ თეორიის პირველწყარო კი არცისე ცნობილ ბელგიურ გაზეთში არცისე ცნობილი ბელგიელი ექიმის ინტერვიუა, სწორედ მან თქვა, რომ კორონავირუსი 5G-ს გადააქვს. მოგვიანებით გამოცემამ ეს მასალა წაშალა კიდეც, თუმცა, მანამდე ვირუსულად მოედო მსოფლიოს. მოკლედ ახალ ტექნოლიგიას წამყვანი ქვეყნები ახლა ნერგავენ, საქართველო კი გზის ძალიან დასაწყისშია. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი სატელეკომუნიკაციო ოპერატორები საკუთარ გეგმებზე ამ მიმართულებით ჯერ ვერც საუბრობენ.