მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგარის შაქარმა მუშაობა განაახლა - რა ტიპის შეთანხმება შედგა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის?

BM.GE
09.06.20 18:21
1146
პრემიერის დავალებიდან ორი თვის თავზე ეკონომიკის სამინისტრომ პირობა შეასრულა და აგარის შაქრის კომბინატმაც მუშაობა ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა. მთავარი პირობის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა. აგარის შაქარმა იმპორტირებული პროდუქტის 50% უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც გვახსოვს აგარის შაქარი სწორედ იმიტომ გადავიდა კონსერვაციის რეჟიმში რომ ის იმპორტირებულ პროდუქტს ვერ უწევდა კონკურენციას, თუმცა სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების წყალობით კომპანია 1 ივნისიდან უკვე სატესტო რეჟიმში ამუშავდა. აქამდე კონკრეტულად არც სახელწმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და არც თავად კომპანიას არ უსაუბრია რა ტიპის შეთანხმება შედგა მხარეებს შორის.