მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოდან მაინც აღდგება თუ არა რეგულარული ავიამიმოსვლა?

BM.GE
02.07.20 19:11
910
„დღესაც გვაქვს 8 ახალი შემთხვევა, აქედან 6 არის მძღოლი. ყველას წყარო ვიცით და ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. ამ მხრივ ტესტირების გაზრდასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყანაში, შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ მედიასთან გააკეთა.