მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aigroup-ის შვილობილ კომპანია Aipower-სა და გერმანულ Aisolar-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
04.11.19 18:26
938
დღეს aigroup-ის შვილობილ კომპანია aipower-სა და გერმანულ aisolar-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის უვადო პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთმანეთისთვის ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებულ ტენდერებსა თუ სხვა პროექტების ფარგლებში. აიფაუერი უკვე შერჩეულ ლოკაციებზე, საერთო ჯამში მეგავატი სიმძლავრის მზის პანელებს განათავსებს და ელექტრო ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს. მომდევნო 5 წელიწადში კი სიმძლავრე 50 მეგავატამდე გაიზრდება.