მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არბიტრაჟს სავარაუდოდ, მარტის მეორე ნახევარში მიმართავს

BM.GE
13.02.20 18:30
709
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ ხელშეკრულება გაუწყვიტა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობა არ ჩანს, რაც საარბიტრაჟო დავის თავიდან არიდების რესურსს არ ტოვებს. აქვე, კონსორციუმის ხელმძღვანელი “ეიპიემ ტერმინალსის” გეგმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. ფოთის პორტში ინვესტორის გეგმებზე და სანებართვო პროცედურებზე კი, რაზეც ეკონომიკის სამინისტროში უკვე ოფიციალური განაცხადია შესული, ცოტა ხნის წინ განმარტებები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გააკეთა.