02.აგვისტო .2022 10:45

ავტოექსპორტმა პანდემიამდელს 2-ჯერ გადააჭარბა - სად იყიდება ავტომობილები?

408
უკან

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში სულ 269 მილიონი დოლარის ღირებულების 29 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ამ მაჩვენებლით ავტოექსპორტის სექტორმა პანდემიამდელ შედეგს თითქმის ორჯერ გადააჭარბა. საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი რეექსპორტიდან წინა წელთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი. საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი, მეორეს უკრაინა, მეექვსეს კი რუსეთი იკავებს.

წელს საქართველოდან რუსეთში $14 მილიონის ღირებულების 1,254 ცალი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით რუსეთში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 72%-ით არის მომატებული.

სტუმრები: ალექსანდრე ნონიაძე - "საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი;
ვანო ბიჩინაშვილი - "გლობალ ავტოიმპორტის" დამფუძნებელი.