მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან უკრაინაში

BM.GE
02.03.22 14:45
591
საქართველოდან უკრაინაში ავტომობილების რეექსპორტი ბოლო 2 კვირის მანძილზე განახევრებულია. მიზეზი უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბული ვითარებაა, რომელიც ქართულ ბიზნესზე უკვე აისახა. საქართველო-უკრაინის საექსპორტო ჩამონათვალში პირველი ადგილი სწორედ მსუბუქი ავტომობლების რეექსპორტს უჭირავს. კავკასიის ავტო იმპორტის გაყიდვების დირექტორი, BMG-სთან ამბობს, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტში ჩრდილოელი მეზობლის წილი ძალიან მცირეა და 2%-ს შეადგენს, ამიტომ ამ მიმართულებით დიდი ცვლილებები არ ფიქსირდება. 

სტუმარი: ალექსანდრე ვეკუა - “კავკასიის ავტო იმპორტი” გაყიდვების დირექტორი;