28.მაისი .2020 18:30

აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ქართულ მხარეს საერთაშორისო არბიტრაჟით ემუქრება

152
უკან

კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილის მფლობელმა აზერბაიჯანელმა მილიონერმა საქართველოს წინააღმდეგ შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყოს. ამის შესახებ დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. კომისია უკვე თვეებია აცხადებს, რომ კავკასუს ონლაინის წილის გასხვისება აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე უკანონოდ მოხდა. მარეგულირებელი “კავკასუს ონლაინს” სთხოვს ტრანზაქცია გააუქმოს. ამისთვის რამდენიმეჯერ სანქციაც გამოიყენა. შემდეგი ეტაპი შესაძლოა კავკასუსისთვის ავტორიზაციის გაუქმება იყოს. რას ნიშნავს ეს და რა მოხდა დღეს მარეგულირებლის ონლაინ სხდომაზე?