მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BMG4BUSINESS - პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები- რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე

BM.GE
22.10.19 08:00
727
პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აცხადებდნენ, რომ დიდი სავაჭრო ობიექტების უმეტესობაში იმპორტირებული პროდუქცია იყო შეტანილი, რომლის გადამოწმებაც ქვეყანაში ამ ტიპის ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხორციელდება. მალევე გაკეთდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომენტარიც. ლევან დავითაშვილი მაშინ განმარტავდა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობდა და ქვეყანაში იტალიის მთავრობის გრანტის წყალობით შესაბამისი ლაბორატორია მალე ამოქმედდებოდა.