მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BTU ბიზნესს უფასო კონსულტაციებს გაუწევს

BM.GE
26.03.20 12:47
619
არაერთი ინიციატივა გამოჩნდა ბიზნესის მხარდასაჭერად, არ დარჩა დარგი, რომელსაც დღეს არ სჭრიდება გვერდში დგომა კონსულტაციები. BTU-ს გუნდი მზადაა ასეთ ადამიანებს სრულიად უფასოდ გვერდში დაუდგეს.

ბიზნეს პროცესების გაციფრულება, დისტანციური სერვისების შეთავაზება; სტარტაპის მართვის სტრატეგიული დაგეგმვა; სტარტაპის ბიზნეს მოდელის დაგეგმვა, ფინანსური მოდელის დაგეგმვა და კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დღეს შეიძლება ზოგიერთი ბიზნესისთვის სასიცოცხლოც კი აღმოჩნდეს. როგორ შეძლებთ უფასო კონსულტაციის მიღებას და გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

სტუმრები: ნინო ენუქიძე - “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი”, რექტორი
თამთა გველესიანი - BTU-ს ასოცირებული პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით