22.ოქტომბერი .2020 09:22

ცესკო ამერიკული დახმარებით კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებს - გიორგი შარაბიძე საქმიან დილაში

უკან

ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს. სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, IFES-ი, კომპანია „იუ-ჯი-თი“-სგან ცესკოსთვის შეიძენს სერვერებსა და სასერვეროს გამართვა-აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს. ასევე, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი.

სტუმარი: გიორგი შარაბიძე - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე