მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ლარი - რას მოუტანს ტექნოლოგიური ფულის პროექტი ქვეყანას?

BM.GE
03.05.23 12:18
705
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის პროექტის ფარგლებში პარტნიორი კომპანიების შესარჩევ კონკურსში აპლიკაციების მიღება დაასრულა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნულ ბანკს ე.წ short list-ი უკვე აქვს და 7 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობენ. მათ შორის არიან როგორც უცხოელი, ისე ქართული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სებ-ს ციფრული ვალუტის ტექნოლოგია მიაწოდონ. ლეჟავას განცხადებით, ეს პროცესი დაახლოებით ორი თვის ვადაში დასრულდება. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. მისი საპილოტე რეჟიმში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება. რა სარგებელი ექნება ქვეყანას ციფრული ლარის დანერგვით და რა პროდუქტების შეთავაზება შეეძლებათ კომპანიებს ტექნოლოგიური ფულის გამოყენებით?

სტუმარი: დავით კიკვიძე - "საქართველოს ფინტექ ასოციაციის" თავმჯდომარე;