მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19: შვედეთის მიდგომა

BM.GE
03.04.20 13:55
1174
თავისი უშუალო მეზობლებისგან განსხვავებით - დანია, ფინეთი და ნორვეგია - შვედეთმა არ დაკეტა სკოლები; ყველა ტიპის ბიზნესი და არ აკრძალა 2 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც ეს ვთქვათ, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში ხდება.

თუმცა, მეორე მხრივ, შვედეთს სულ ბოლომდე უარიც არ უთქვამს იმ პრაქტიკების ნაწილზე, რასაც დანარჩენი ევროპა იყენებს. მაგალითად, 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება - აკრძალულია; შვედეთის მთავრობაც შინ დარჩენაზე და სახლიდან მუშაობაზე აკეთებს აქცენტს; ხოლო ასაკში შესულ მოსახლეობას ურჩევს, სოციალური კონტაქტი თავიდან აირიდოს. და რა თქმა უნდა, ხელების ხშირად და კარგად დაბანა - ესეც ის მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც შვედეთშიც ყველაზე ხშირად ისმის.

როგორ ართმევს თავს გლობალურ პანდემიას შვედეთი და რამდენად აქვს ამ არ-ჩაკეტვის პოლიტიკას მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით? როგორ აისახება კოვიდ-19-ის დღის წესრიგი ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც დღეს შვედეთში ცხოვრობენ და მუშაობენ?

სოფო ტაბატაძე - Danske Bank-ის თანამშრომელი