მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში

BM.GE
18.03.20 00:25
1261
“ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში” ცვლილებები შევიდა. სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ინერგება, მაგალითად, იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი.. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება. ასევე, იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე. სებ-ის გადაწყვეტილება ასევე მოიცავს, ბიუროკრტიის შემცირებასაც ფინანსური ინსტიტუტებისთვის. როგორ აფასებს კერძო სექტორი სიახლეს, რა მოლოდინები აქვთ მათ?!