მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბრუნდება თუ არა "ლაღიძის წყლები" ძველ შენობაში?

BM.GE
13.12.19 09:36
1007
თბილისის ცენტრში მდებარე შენობაში ფართში, სადაც ადრე “ლაღიძის წყლები” იყო განთავსებული, მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა 5 მლნ ამერიკული დოლარი მოითხოვა და თბილისის მერიამ ამ მოცულობის თანხის გადახდა მიზანშეწონიდან არ მიიჩნია. ასე უპასუხს ჩვენ რეპორტიორებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ. რუსთაველის 24 ნომერში მდებარე “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დავალება ჯერ კიდევ ორი წლის წინ ყოფილი პრემიერისგან გიორგი კვირიკაშილისგან მიიღო, რათა ამ ადგილს პირვანდელი იერსახე დაბრუნებოდა და ისტორიული სახაჭაპურე ისევ ამ მისამართზე გახსნილიყო.