16.ივნისი .2020 11:32

დამატებითი გარანტიების საჭიროება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის

271
უკან

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის საკანონმდებლო გარანტიები უნდა გააძლიეროს - ასეთია დემოკრატიის ინდექსი საქართველოს რეკომენდაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმი, შეიქმნა სამართალდამცველებისა და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დაუსჯელობის მრავალწლიანი პრობლემის აღმოსაფხვრელად. სამსახური შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ძალისხმევისა და სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, სისხლის სამართლის სფეროში პოლიტიკური ჩარევებისა და მანკიერი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. რა ხარვეზები და გამოწვევებია სამახურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის გზაზე?


სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი -საქართველო", ხელმძღვანელი