16.ივნისი .2021 14:49

დამატებითი ქუჩები - ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა

უკან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის განხორციელებისთვის დამატებითი ქუჩები შეირჩა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება ზონალურ საათობრივი პარკირება.