03.აგვისტო .2022 16:27

Demaclenko საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

134
უკან

იტალიური კომპანია Demaclenko საქართველოს მთავრობისა და შპს ,,ემ თი ეის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ზიანის ანაზღაურების სახით 11,6 მლნ ლარს მოითხოვს; საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის გამოცხადებულ შესყიდვას.

კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟზე 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. კომპანია მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები მორგებული იყო კომპანია TechnoAlpin-ზე, რომელთანაც საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა. რა საფუძვლიანი არგუმენტები აქვს მოსარჩელე მხარეს? 

სტუმარი: კახა კოჟორიძე - ,,კოჟორიძე და იურისტების“ მმართველი პარტნიორი;