30.ნოემბერი .2022 11:57

დეოლიგარქიზაცია უკრაინულად - რა ხარვეზებია კანონპროექტში?

100
უკან

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა რომ ამის საჭიროება არ იყო, თუმცა ხელისუფლებამ „თხოვნა მხედველობაში მიიღო“. ეს თხოვნა კი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა როგორც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ისე ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს.

კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად ანუ (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს.

კერძოდ, თუ პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, შეუძლია მედიაზე გავლენის მოხდენა და აქტივების რაოდენობა 247 მილიონ ლარზე მეტია, შეიძლება ის ოლიგარქად ჩაითვალოს. დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ოლიგარქები შევლენ, ხოლო აღნიშნულ პირებს შემდეგ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება შეეზღუდებათ. კიდევ ერთი შეზღუდვა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში მსხვილი აქტივების შესყიდვის აკრძალვაა. პირის ოლიგარქად ცნობის, შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს ენიჭება. 

„პროექტს ბევრი ხარვეზი აქვს და სავარაუდოდ, ხელისუფლება ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ვერ მიიღებს“ - ასეთი პოზიცია აქვს ვიცე სპიკერ ლევან იოსელიანს. რატომ?

სტუმარი: ლევან იოსელიანი - პარლამენტარი;