მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტი საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - პრემიერი

BM.GE
15.02.23 18:57
419
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეიდან 800-ზე მეტ მედიკამენტზე მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასის მიხედვით არის დადგენილი. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, დარჩენილ 400 დასახელების მედიკამენტზე ამ წესით ფასი მარტიდან განისაზღვრება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა კარგად მიმდინარეობს და რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ წამლები უკვე გააიაფა.