მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დირსი" კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

BM.GE
23.03.20 14:10
602
“დირსი” კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი მიემართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის ფარგლებში , - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.