მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისკუსია შუა დერეფნის მნიშვნელობაზე

BM.GE
14.12.22 09:18
315
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელზეც განხილული იქნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი. დისკუსია საქართველოს ბანკისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა და მას სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს ახალი შესაძლებლობები შუა დერეფნის უპირატესების კუთხით, აგრეთვე საქართველოს ახალი როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მიმართულებით. ასევე გაკეთდა ანალიზი სახელმწიფოს პოზიციის, მოქმედებების, პარტნიორების ჩართულობის შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ. პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები