10.ივლისი .2020 23:14

„ძველი გენგეგმის დაბრუნება არ ხდება“- რა შეზღუდვები იხსნება თბილისში?

252
უკან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რიგ ტერიტორიებზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის“ მიხედვით განსაზღვრული შეზღუდვები მოიხსნა. მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა გააჟღერა. ვიქტორ წილოსანმა თქვა, რომ გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები ახალი გენერალური გეგმის მიხედვით ედო და ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ განვითარების საშუალება. წილოსანის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები მერიაში დღესაც გაკეთდა.